Google Apps Script
გაამარტივეთ თქვენი სამუშაო პროცესი Google Apps Script-ით
Google Apps Script გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ რუტინული პროცესების ავტომატიზაცია პირდაპირ Google Workspace-ში. შექმენით მორგებული გადაწყვეტილებები, როგორიცაა: ელ-ფოსტის ავტომატური დაგზავნა, დოკუმენტების გენერირება და მონაცემთა მართვა, რაც დაზოგავს თქვენს დროს.
როგორც Google Workspace-ის განუყოფელი ნაწილი.
გაიგეთ მეტიGoogle Workspace-ის აპლიკაციების უწყვეტი ინტეგრაცია
დააკავშირეთ სხვადასხვა აპლიკაცია (Google Sheets, Docs, Calendar) ერთმანეთთან Apps Script-ის მეშვეობით. შექმენით ინტეგრაციები მონაცემთა გასაზიარებლად უკეთესი ბიზნეს-გადაწყვეტილებებისთვის.
მოარგეთ Google Workspace თქვენს საჭიროებებს
გააფართოვეთ Google Workspace-ის ფუნქციები თქვენს გუნდზე მორგებული სკრიპტებით. Apps Script გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ისეთი ახალი შესაძლებლობები, რომლებიც სტანდარტულ პაკეტში არ შედის.
კომპლექსური ამოცანების გამარტივება
დაშალეთ კომპლექსური, მრავალეტაპიანი დავალებები მარტივ, ავტომატიზებულ სკრიპტებად. Google Apps Script ამცირებს ხელით მუშაობის საჭიროებას და გამორიცხავს ადამიანური შეცდომის ალბათობას მონაცემების შეყვანისას.
გააუმჯობესეთ გუნდური მუშაობა ავტომატიზაციით
გააუმჯობესეთ თანამშრომლობა გუნდის წევრებს შორის სრულად მორგებული ინსტრუმენტებით. განავითარეთ ხელსაწყოები, რომლებიც დაარიგებს დავალებებს, გააზიარებს კალენდრებს და შეატყობინებს პასუხისმგებელ პირებს Gmail-ში.
ქლაუდ სკრიპტები
სკრიპტები ეშვება Google-ის Cloud-ში, რაც ნიშნავს რომ ის მუდამ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოწყობილობიდან.
ტასკების ავტომატიზაცია
დაზოგეთ დრო ინვოისების, ხელშეკრულებების თუ რეპორტების ავტომატური დაგენერირებით.
ფართო გამოყენება
შესაძლებელია დაუკავშირდეს არა მხოლოდ Google-ის სისტემებს, არამედ ნებისმიერ გარე API წყაროს.
