Google Endpoint Management ადმინ პანელი
Endpoint Management ლოგო

Endpoint Management

დაიცავით თქვენი მოწყობილობები Google Workspace Endpoint Management-ით

Google Workspace Endpoint Management უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ უსაფრთხოებას, რათა დაიცვას თქვენი ორგანიზაციის (ან თანამშრომლის) მონაცემები სხვადასხვა მოწყობილობებზე, მათ შორის Android, iOS და Windows სისტემებზე.

დარწმუნდით, რომ კომპანიის რესურსებზე წვდომა მხოლოდ დაცული და თქვენს პოლიტიკასთან თავსებადი მოწყობილობებიდან ხორციელდება, რაც ამცირებს მონაცემთა გაჟონვის (Data breaches) რისკს.

გაიგეთ მეტი
მობილური მოწყობილობების მართვა

ცენტრალიზებული კონტროლი Android, iOS და Windows მოწყობილობებზე

მართეთ თქვენი ორგანიზაციის ყველა მოწყობილობა ერთიანი პანელიდან Google Workspace Endpoint Management-ის (MDM - Mobile Device Management) საშუალებით. გაამარტივეთ მოწყობილობების რეგისტრაცია (Enrollment), სიტუაციის მონიტორინგი და პარამეტრების მართვა როგორც Android, ასევე iOS და Windows მოწყობილობებისთვის.

უსაფრთხოების კონტროლი

უსაფრთხოების წესებისა და პოლიტიკის აღსრულება

დააწესეთ მკაცრი უსაფრთხოების წესები თქვენს სისტემაში დარეგისტრირებულ (Managed) ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის: პაროლის მოთხოვნები, მონაცემთა სავალდებულო დაშიფრვა (Encryption) და სხვა. Endpoint Management გეხმარებათ შეინარჩუნოთ შესაბამისობა ინდუსტრიის კონფიდენციალურობის სტანდარტებთან.

BYOD და კორპორატიული მობილურები

დაკარგული მოწყობილობების დაბლოკვა და მეხსიერების გაწმენდა

დაიცავით სენსიტიური მონაცემები დაკარგული ან მოპარული მოწყობილობის დისტანციურად დაბლოკვის (Block) ან გასუფთავების (Wipe) მეშვეობით. Google Workspace Endpoint Management გაძლევთ საშუალებას მყისიერად მოახდინოთ რეაგირება უსაფრთხოების ინციდენტებზე.

მონაცემების დისტანციურად წაშლა

აპლიკაციების ავტომატური ინსტალაცია და განახლება

მოახდინეთ სამუშაო აპლიკაციების განთავსებისა (Deployment) და განახლების ავტომატიზაცია კომპანიის მოწყობილობებზე. უზრუნველყავით, რომ ყველა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა პროგრამების უახლეს და დაცულ ვერსიებზე (Patch Management).

MDM ავტომატური რეგისტრაცია

გაამარტივეთ მოწყობილობების რეგისტრაცია ავტომატური კონფიგურაციით, რაც ამცირებს IT პერსონალის დატვირთვას.

კროს-პლატფორმული მხარდაჭერა

მართეთ და აკონტროლეთ Android (Zero-touch), iOS/iPadOS და Windows 10/11 მოწყობილობები.

უსაფრთხოების პოლიტიკა

გააძლიერეთ დაცვის მექანიზმები და მოითხოვეთ ეკრანის ბლოკის კოდები და დისკების დაშიფვრა.

ხშირად დასმული კითხვები

Google Workspace Endpoint Management (იგივე MDM/UEM) არის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა იმ მოწყობილობების (სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები) დასაცავად და სამართავად, რომლებსაც აქვთ წვდომა კომპანიის მონაცემებზე. ამცირებს მონაცემების გაჟონვის (Data breaches) რისკებს.
დიახ, Workspace ითვალისწინებს BYOD (Bring Your Own Device) მიდგომას. Android-ის შემთხვევაში ტელეფონში იქმნება იზოლირებული, ე.წ “Work Profile” - რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრატორი მხოლოდ სამუშაო აპებს მართავს, ხოლო მომხმარებლის პირადი ფოტოები და მონაცემები ხელშეუხებელია.
თუ თანამშრომელი დაკარგავს მოწყობილობას (ან მოიპარავენ), IT ადმინისტრატორს შეუძლია შეიყვანოს ის Block-ლისტში ან დისტანციურად წაშალოს მასზე არსებული მხოლოდ კორპორატიული მონაცემები (Account wipe) ან მთლიანად გაასუფთაოს მოწყობილობა (Device wipe).
Google გთავაზობთ მხარდაჭერისა და ტრენინგის ვრცელ რესურსებს. დამატებით, Geosoft Cloud მოგაწვდით ტექნიკურ მხარდაჭერას “Setup” პროცესში, რათა დავრწმუნდეთ, რომ პოლიტიკა (Policies) სწორად არის გაწერილი და თქვენი ორგანიზაციის თანამშრომლები მზად არიან მუშაობის დასაწყებად.

footer-upper-img