Google Sites ინტერფეისი
Google Sites ლოგო

Google Sites

შექმენით ვებსაიტები Google Sites-ით მარტივად

Google Sites ამარტივებს ვებსაიტებისა და შიდა პორტალების შექმნის პროცესს კოდის წერის გარეშე, რაც მას იდეალურს ხდის ნებისმიერი გუნდისთვის.

ააწყვეთ მორგებული ვებგვერდი Drag-and-drop ფუნქციით და წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდი ან პროექტი Google Workspace-ში.

გაიგეთ მეტი
ვებსაიტის შექმნა კოდის გარეშე

მორგებადი შაბლონები ყველა მიზნისთვის

მოარგეთ Google Sites თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს. აირჩიეთ მზა შაბლონებიდან (Templates) ან შექმენით ახალი თქვენი ბრენდის ფერებითა და ფონტებით საუკეთესო ვიზუალური ეფექტისთვის.

გუნდური მუშაობა ვებსაიტზე

ძლიერი ინტეგრაცია Google-ის სხვა სერვისებთან

ჩააშენეთ თქვენს საიტზე ფაილები პირდაპირ Google Drive-იდან, ცხრილები Sheets-დან, პრეზენტაციები Slides-დან და კალენდრები. ერთიანი ეკოსისტემა კონტენტის მართვას და განახლებას წამებში ხდის შესაძლებელს.

თავსებადობა ყველა ეკრანზე

უსაფრთხო წვდომის მართვა

უზრუნველყავით თქვენი ვებსაიტის უსაფრთხოება. აკონტროლეთ ვინ იხილავს მას: გაასაჯაროვეთ ყველასთვის, ან შეზღუდეთ წვდომა მხოლოდ თქვენი კომპანიის (დომენის) თანამშრომლებზე.

უსაფრთხო ვებ-ჰოსტინგი

შიდა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესება

გააუმჯობესეთ კომუნიკაცია შიდა კორპორატიული (ინტრანეტი) საიტების შექმნით დეპარტამენტებისთვის, ან გააკეთეთ პროექტის მოსაზიდი Landing Page-ები გარე აუდიტორიისთვის.

ააწყვეთ No-Code მეთოდით

შექმენით ულამაზესი ვებსაიტები პროგრამირებისა და IT ცოდნის გარეშე ინტუიციური ბილდერით. რეზოლუცია ავტომატურად ერგება მობილურსა და დესკტოპს.

უსაფრთხო და პრივატული

დაიცავით თქვენი საიტი შიდა მოხმარებისთვის. იდეალური ინსტრუმენტია კომპანიის ცოდნის ბაზის (Knowledge Base) და შიდა პორტალების შესაქმნელად.

რეალურ დროში თანამშრომლობა

იმუშავეთ ვებსაიტის შექმნაზე გუნდის წევრებთან ერთად რეალურ დროში ზუსტად ისე, როგორც Google Docs-ში.

ხშირად დასმული კითხვები

Google Sites არის ვებსაიტების მარტივი მშენებელი Google Workspace-ში. მისი მთავარი დანიშნულებაა შიდა კორპორატიული პორტალების, ცოდნის ბაზების (Knowledge Base), პროექტების გვერდებისა და გარე სავიზიტო საიტების სწრაფად აწყობა კოდის გარეშე.
დიახ. თქვენ შეგიძლიათ მიაბათ საკუთარი (Custom) დომენი თქვენს მიერ შექმნილ Google Sites ვებგვერდს, რათა ის გამოიყურებოდეს პროფესიონალურად (მაგ. www.თქვენიკომპანია.ge).
დიახ. Google Sites-ით აწყობილი ნებისმიერი ვებგვერდი არის სრულად რესპონსიული (Responsive), რაც იმას ნიშნავს რომ ის იდეალურად იხსნება და მუშაობს როგორც დესკტოპზე, ისე სმარტფონებსა და პლანშეტებზე.
არა. Google Sites-ით აწყობილი საიტები ავტომატურად არის განთავსებული (Hosed) Google-ის სერვერებზე. თქვენ იყენებთ არსებულ Google Workspace-ის ლიცენზიას და ჰოსტინგში დამატებითი თანხის გადახდა არ გჭირდებათ.

footer-upper-img