Google Admin Console
Google Admin ლოგო Google Admin

გაამარტივეთ მომხმარებლებისა და მოწყობილობების მართვა

Google Admin კონსოლი გაძლევთ საშუალებას ცენტრალიზებულად, ერთი სივრციდან მართოთ მომხმარებლები, მოწყობილობები და უსაფრთხოების პარამეტრები. გაამარტივეთ ახალი თანამშრომლების დამატების (Onboarding) და გათავისუფლების (Offboarding) პროცესები რამოდენიმე კლიკით.

დაიცავით თქვენი ორგანიზაცია კიბერ-საფრთხეებისგან Google Admin-ის მძლავრი ინსტრუმენტებით. დააკონფიგურირეთ უსაფრთხოების პოლიტიკა 2-ეტაპიანი იდენტიფიკაციით (2FA) და მართეთ წვდომები, რათა აირიდოთ თავიდან მონაცემთა გაჟონვა.

გაიგეთ მეტი
მომხმარებლების მართვა (User Management)

მართეთ აპლიკაციები და ინტეგრაციები

მართეთ მესამე მხარის აპლიკაციები პირდაპირ Google Workspace-ის გარემოდან. Google Admin-ით შეგიძლიათ აკონტროლოთ რომელ თანამშრომელს (ან ჯგუფს) ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ აპლიკაციებზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა ინტეგრაცია შეესაბამება თქვენი კომპანიის უსაფრთხოების სტანდარტებს.

უსაფრთხოების კონტროლი

მიიღეთ დეტალური ანალიტიკა და რეპორტები

შეინარჩუნეთ სრული კონტროლი თქვენს Workspace-ზე Google Admin-ის ყოვლისმომცველი რეპორტინგის ინსტრუმენტებით. მიიღეთ შეტყობინებები უსაფრთხოების რისკების შესახებ, დააკვირდით აპლიკაციების გამოყენების ტენდენციებს და შეისწავლეთ აქტივობების ჟურნალი (Audit Logs).

Google Workspace აპლიკაციების მართვა

მონაცემთა მართვის პოლიტიკა და შესაბამისობა

დააკმაყოფილეთ თქვენი ორგანიზაციის შიდა სტანდარტები მონაცემთა მართვის პოლიტიკის (Data Governance) დახმარებით. სწორად დანერგეთ მონაცემთა შენახვისა და წაშლის წესები (Retention rules) Google Vault-ის მეშვეობით და დაიზღვიეთ თავი სამართლებრივი რისკებისგან.

Admin რეპორტები და აუდიტი

ექსპერტული მხარდაჭერა Geosoft Cloud-ისგან

თუ გსურთ გაამარტივოთ Google Workspace-ში მიგრაცია ან გესაჭიროებათ IT ადმინისტრირება, Geosoft Cloud გთავაზობთ მხარდაჭერის სრულ პაკეტს. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან Google Admin-ის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში თქვენი ბიზნესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ცენტრალური პანელი

მარტივად მართეთ თქვენი პერსონალი, პაროლები, 2-ეტაპიანი ავთენტიფიკაცია და მოწყობილობები ერთიანი ადმინ კონსოლიდან.

გაძლიერებული უსაფრთხოება

დანერგეთ მონაცემთა დაკარგვის პრევენციის (DLP) წესები კიბერ თავდასხმებისგან დასაცავად.

აპლიკაციების მართვა

მოარგეთ წვდომის უფლებები სხვადასხვა დეპარტამენტს და მართეთ ვის შეუძლია რომელი აპლიკაციის (მათ შორის 3rd-party) გამოყენება.

ხშირად დასმული კითხვები

Google Admin არის ცენტრალიზებული პანელი, რომელიც საშუალებას აძლევს IT ადმინისტრატორებს მართონ Google Workspace-ის გარემო: დაამატონ ან წაშალონ მომხმარებლები, შეცვალონ პაროლები, აკონტროლონ მოწყობილობები და დანერგონ უსაფრთხოების წესები მთელი ორგანიზაციის მასშტაბით.
ის გაძლევთ სრულ კონტროლს იმაზე, თუ ვინ რაზე იღებს წვდომას. შეგიძლიათ დაავალდებულოთ თანამშრომლებს 2-ეტაპიანი დადასტურება, შეზღუდოთ გარე დომენებზე ფაილების გაზიარება და მოიძიოთ დეტალური Audit Log-ები საეჭვო აქტივობების გამოსავლენად.
დიახ, Google Admin მოიცავს “Endpoint Management” ფუნქციონალს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ კომპანიის მოწყობილობებიც (BYOD და საორგანიზაციო) - დაბლოკოთ დაკარგული ტელეფონი ან ავტომატურად წაშალოთ მასზე არსებული კორპორატიული მონაცემები.
Geosoft Cloud გთავაზობთ ლიცენზიების ოპტიმიზაციას და ტექნიკურ IT ადმინისტრირებას. ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ რეკომენდაციას უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებზე და დაგეხმარებიან Google Admin-ის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

footer-upper-img