Google Calendar-ის ინტერფეისი
Google Calendar-ის ლოგო

Google Calendar

გაამარტივეთ შეხვედრების დაგეგმვა Google Calendar-ით

Google Calendar დაგეხმარებათ მარტივად მართოთ თქვენი განრიგი, დააყენოთ შეხსენებები და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენები.

როგორც Google Workspace-ის ნაწილი, ის სრულად ინტეგრირებულია Gmail, Meet და Drive აპლიკაციებთან, რაც თქვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო პროდუქტიულს ხდის.

გაიგეთ მეტი
კალენდრის გაზიარება

მარტივი თანამშრომლობა საერთო კალენდრებით

გააუმჯობესეთ გუნდური მუშაობა კალენდრების გაზიარებით. თქვენი კოლეგები შეძლებენ ნახონ თქვენი თავისუფალი დრო და დაგეგმონ შეხვედრა გადაფარვების (Conflicts) გარეშე.

წვდომა ნებისმიერი ადგილიდან

წვდომა კალენდარზე ნებისმიერ დროს

შეუერთდით ბიზნეს შეხვედრებს ნებისმიერი მოწყობილობიდან. Google Calendar უზრუნველყოფს, რომ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა ოფისში ხართ თუ გზაში.

აპლიკაციების ინტეგრაცია

მაქსიმალური პროდუქტიულობა სრული ინტეგრაციით

Gmail-სა და Google Meet-თან ინტეგრაციის მეშვეობით, Google Calendar ამარტივებს შეხვედრების დაგეგმვას. ერთი კლიკით შექმნით Meet-ის ბმულს და გაუგზავნით მას სტუმრებს.

ჭკვიანი შეხსენებები

ჭკვიანი შეხსენებები - არ გამოტოვოთ არაფერი

დააყენეთ დროული შეხსენებები (Reminders), რათა დროულად დაესწროთ ყველა შეხვედრას. მოირგეთ შეტყობინებები თქვენს საჭიროებებზე მიმდინარე დღის გასამარტივებლად.

გაუმჯობესებული კოორდინაცია

საერთო კალენდრები აადვილებს გუნდის წევრებს შორის დროის მენეჯმენტს, რაც იძლევა შეხვედრების მარტივად დაგეგმვის საშუალებას.

პირდაპირი ვიდეო ზარები

შექმენით Google Meet ვიდეო კონფერენციის ბმული პირდაპირ Google Calendar-დან ერთი დაწკაპუნებით.

უნივერსალური წვდომა

შედით თქვენს კალენდარში ნებისმიერი სმარტფონიდან, ტაბლეტიდან ან კომპიუტერიდან და მართეთ შეხვედრები რეალურ დროში.

ხშირად დასმული კითხვები

Google Calendar-ის გაზიარება ძალზედ მარტივია. პარამეტრებიდან ირჩევთ ვის გსურთ გაუზიაროთ კალენდარი და რა უფლებებით (მხოლოდ დათვალიერება, მოვლენების ჩამატება თუ სრული მართვა).
დიახ, Google Calendar ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობებზე. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მართოთ შეხვედრები და მიიღოთ შეტყობინებები გზაში ყოფნისას.
Google Calendar არის ყოვლისმომცველი დროის მართვის ინსტრუმენტი Workspace-ში. ის გეხმარებათ შეხვედრების დაგეგმვაში, შეხსენებების დაყენებასა და გუნდთან განრიგის გაზიარებაში.
დიახ. თქვენ შეგიძლიათ დაასინქრონოთ Google Calendar Microsoft Outlook-თან GWSMO-ს (Google Workspace Sync for Microsoft Outlook) გამოყენებით.

footer-upper-img