Google Vault ონლაინ არქივი
Google Vault ლოგო

Google Vault

მონაცემთა შენახვა და არქივირება Google Vault-ით

Google Vault ეხმარება ორგანიზაციას უსაფრთხოდ შეინახოს, დააარქივოს და მოიძიოს მონაცემები პირდაპირ Google Workspace-იდან, მათ შორის: Gmail, Google Drive და Google Meet აპლიკაციებიდან.

დარწმუნდით, რომ ინარჩუნებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იურიდიული და მარეგულირებელი მიზნებისთვის.

გაიგეთ მეტი
მონაცემთა შენახვა Vault-ში

eDiscovery პროცესების გამარტივება

გაიმარტივეთ ელექტრონული აღმოჩენის (eDiscovery) პროცესი Vault-ის მძლავრი საძიებო და ექსპორტის (Export) ინსტრუმენტებით. სწრაფად იპოვეთ შესაბამისი მონაცემები, დაადეთ 'იურიდიული ლუქი' (Legal Hold) და გადმოწერეთ ინფორმაცია სტანდარტულ ფორმატებში ადვოკატებისთვის გადასაცემად.

დაიცავით კონფიდენციალური მონაცემთა წაშლისგან

Google Vault წარმოადგენს დამატებითი დაცვის ფენას მონაცემთა დაკარგვისა (Data Loss) თუ შემთხვევითი წაშლის წინააღმდეგ. შეინახეთ მნიშვნელოვანი წერილები, ფაილები და ჩანაწერები ისე, რომ ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი და აღდგენადი იყოს.

სრული კონტროლი კომპანიის მონაცემებზე

მართეთ ინფორმაციის სასიცოცხლო ციკლი წინასწარ დადგენილი წესების (Retention rules) საფუძველზე მონაცემების ავტომატურად შესანარჩუნებლად ან წასაშლელად. Google Vault-ით თქვენ აკონტროლებთ, რამდენ ხანს ინახება კონკრეტული ტიპის ფაილები მეხსიერებაში.

ექსპერტული მხარდაჭერა Geosoft Cloud-ისგან

Geosoft Cloud გთავაზობთ ექსპერტულ მხარდასაჭერას Google Vault-ის კონფიგურაციაში, დანერგვასა და მუდმივ მართვაში. გამოიყენეთ ჩვენი გამოცდილება მონაცემების ადმინისტრირების საქმეში.

eDiscovery-ს ინსტრუმენტები

ამარტივებს ელ. ფოსტებსა და ფაილებში ძიებას, საქმის წარმოებასა (Legal Hold) და მონაცემების ექსპორტს.

მონაცემთა დაცვა

იცავს კომპანიას წაშლილი მეილებისგან. Vault-ში შენახული ინფორმაცია არ იშლება მაშინაც კი, თუ თანამშრომელმა წაშალა.

შენახვის წესები

ავტომატურად ინახავს, ან პირიქით - შლის მონაცემებს (Retention rules) თქვენს მიერ დაყენებული პარამეტრების მიხედვით.

ხშირად დასმული კითხვები

Google Vault არის ელექტრონული აღმოჩენის (eDiscovery) და ინფორმაციის შენახვის (Archiving) სერვისი. ის ეხმარება ორგანიზაციას იურიდიული რისკების მართვაში გაუქმებული ან წაშლილი ანგარიშების მეილებისა და ფაილების სისტემატიზებული დაცვით.
ორგანიზაციის პოლიტიკიდან (Retention rules) გამომდინარე, მაშინაც კი, თუ თანამშრომელი განზრახ ან შემთხვევით წაშლის ელ. ფოსტას (Trash-იდანაც კი), Vault-ი მას ინახავს წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში. ადმინისტრატორს შეუძლია ძიებით იპოვოს და აღადგინოს ნებისმიერი წერილი.
იურიდიული მოკვლევის დროს ადმინისტრატორს შეუძლია კონკრეტულ მომხმარებელს დაადოს “Legal Hold”. ეს ნიშნავს რომ ამ ექაუნთის მიერ გაგზავნილი თუ მიღებული ფოსტა/ფაილები შეინახება უვადოდ, მიუხედავად სტანდარტული წაშლის (Retention) პოლიტიკისა.
დიახ. მას შემდეგ, რაც მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას, შეგიძლიათ ამ მონაცემების ექსპორტი (მაგ. mbox ან pst ფორმატში), რათა მარტივად გადასცეთ იურისტებსა თუ იურიდიულ დეპარტამენტს განსახილველად.

footer-upper-img